logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება
- +

22 მარტი. 2020. 21:44

 

"სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, სხვადასხვა კუთხით გარკვეული გადაჯგუფებებია დაგეგმილი, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით" - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს,  მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

 

 

 ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს  საგანგებო ბიუჯეტის დეტალები, რომელზედაც მიმდინარეობს  მუშაობა.

 

 

"საუბარია დახმარებათა პაკეტზე  უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე ჯანდაცვაზე, მთავრობა შესაბამის მხარდამჭერ ღონისძიებებზე მუშაობს,  საგანგებო მდგომარეობა  მთავრობას აძლევს საშუალებას  წარმოადგინის საგანგებო ბიუჯეტი და მოიხსნას გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის მთავრობის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით." - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა,  რომ ამ კუთხით მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner