logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: მადლობა კორონას, აწი რომც შემეყაროს, მაინც სამადლობელს ვიტყვი კორონას მიმართ
- +

22 მარტი. 2020. 22:11

 

პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტარი ემზარ კვიციანი სინოდის გადაწყვეტილებას ზიარების წესის არ შეცვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

 

 

“ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა, მადლობა ჩემს გამჩენს, რომელმაც ქართველად, მართლმადიდებლად გამაჩინა! მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა, ემიგრანტი დედები უბრუნდებიან შვილებს, სოფლად მიტოვებული სახლებში 80% დაბრუნდა, გლობალიზაცია უსაზღვრო ლიბერალიზმი შეაჩერა. ქართველებს დაუბრუნდათ ქართველებისადმი პატივისცემა.

 

 

მე პირადად აწი რომც შემეყაროს კორონა, მაინც სამადლობელს ვიტყვი კორონას მიმართ.” მადლობა ჩემო მტერო კორონა საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!!!

 

 

პ.ს.ჩემო აფხაზო ძმებო და დებო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ერთმანეთს, ჩემო ოსებო ჩავთვალოთ რომ ემიგრაციაში ვიმყოფებით ერთმანეთისგან და დავბრუნდეთ სახლში ჩვენ ერთნი ვართ! ჩემო რუსო ოკუპანტებო მოუსმინეთ თქვენს წმინდანს, სერაფიმ საროველს და შეაჩერეთ ჩვანთან დაპირისპირება! ნუ შეუშლით რუს, აფხაზ და ოს ხალხს ქართველებთან მეგობრობაში ხელს, მარიამ ღვთისშობელი შეგეწევათ ამ მძიმე სნეულებასთან ბრძოლაში. უფალს ებარებოდეთ!!!” – წერს ემზარ კვიციანი

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner