logo_geo
eng_logo
პირი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა სარიტუალო ღონისძიებას ესწრებოდა
- +

23 მარტი. 2020. 01:10

 

 

 

ამ დროისათვის, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი, თუმცა კარანტინში იმყოფება 3254.  ამასთან დაკავშირებით მთავრობა განცხადებას ავრცელებს.

 

 

 

„მოგეხსენებათ, 21 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ერთი ინფიცირებული ადამიანი და მისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი.

 

 

ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ დღეს  ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი ჯერ ეს არაფერს ნიშნავს.

 

 

სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვუწოდებდით გავრცელების ახალ, შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებულნი, სინამდვილეში, დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვართ მზად. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“ - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner