logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა:,ოცნების" მთავრობის კი არა, საქართველოს პრემიერო!
- +

23 მარტი. 2020. 03:25

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

 

 

"ჩემი ქვეყნის პრემიერო!

 

 

,,ოცნების" მთავრობის კი არა, საქართველოს პრემიერო!

 

 

შენ, ვისაც გაბარია ჩემი ქვეყნის ბედი!

 

 

„ოცნების" ბედი და პოლიტიკური მომავალი კი არა, საქართველოს მომავალი!

 

 

შენ, რომელიც ატარებ უდიდეს პასუხისმგებლობას „ოცნების" წინაშე კი არა, ქართველი ხალხის წინაშე და ყველაფერზე გეტყობა ეს პასუხისმგებლობა: საქმეზე გეტყობა, სახეზე გეტყობა, ნერვის გატოკებაზე გეტყობა, სიმტკიცეზე გეტყობა.

 

 

მოგმართავ და ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იცოდე, რომ ამ ბრძოლაში მარტო არა ხარ!

 

 

იცოდე, რომ ქართველი ხალხის გადამწყვეტი უმრავლესობა, ვინც ამ ქვეყანასთან მარტო გეოგრაფიითა და გვარ-სახელით კი არა, სულითა და არსებით არის წილნაყარი, შენს გვერდით დგას. შენს უკან დგას. შენთან დგას.

 

 

მეც ერთი იმათ შორის.

 

 

ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს.

 


აუცილებლად მოვიგებთ, იმიტომ, რომ სხვანაირად ვაშინერს, გახარია!" - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner