logo_geo
eng_logo
მსჯავრდებული პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი კორონავირუსით ინფიცირებულია
- +

23 მარტი. 2020. 10:26

 

 

ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელსაც ძალადობასა და სექსუალური შევიწროებისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, კორონავირუსით ინფიცირებულია. ინფორმაციას „Daily Mail“ ავრცელებს სანდო წყაროზე დაყრდნობით.

 

გამოცემის წყაროს ცნობით, ვაინშტაინმა ციხის თანამშრომლებს კორონავირუსის სიმპტომების გამოვლინების შესახებ თვითონ აცნობა. პატიმარ პროდიუსერს მაშინვე აუღეს ანალიზები, შედეგები დადებითი აღმოჩნდა. ვაინშტაინი ახლა კარანტინში იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner