logo_geo
eng_logo
რუსეთში COVID-19 უკვე 438 პაციენტს დაუდასტურდა
- +

23 მარტი. 2020. 12:12

 

 

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამ დროისთვის საერთო ჯამში ინფიცირებულია 438 ადამიანი. დაკვირვების ქვეშაა 52 ათასზე მეტი ადამიანი.

 

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ ახალგამოვლენილი პაციენტები ყველა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაბრუნდნენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია.

 

რუსეთის პრემიერი მიხაილ მიშუსტინი ასაკოვან მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი საჭიროების გარეშე ნუ გამოვლენ გარეთ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner