logo_geo
eng_logo
სოსო ცინცაძე: საქმის აღძვრა სერიოზული განგაშის ზარია „რესპუბლიკელებისთვის“!
- +

29 თებერვალი. 2016. 16:00


პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ალიასთან" გოგი თოფაძისა და „რესპუბლიკელების" დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, გოგი თოფაძე მარტო რომ იყოს, არავინ არ აღძრავდა საქმეს პროკურატურაში და პერსპექტივაც ნული იქნებოდა.


„გოგი თოფაძე მარტო რომ იყოს, არავინ არ აღძრავდა საქმეს პროკურატურაში და პერსპექტივაც ნული იქნებოდა. მაგრამ ის, რომ საქმე აღიძრა, ძალიან სერიოზული განგაშის ზარია „რესპუბლიკელებისთვის". ვფიქრობ, „რესპუბლიკელები" ამას ხვდებიან. ამ ამბიციურმა ქალმა „რესპუბლიკელებს" კარტები აუწეწა, თორემ მისი ქმარი დალაგებული კახელია, არ არის აცუნდრუკებული, მაგრამ მისი ცოლის ამბიციებს საზღვარი არ აქვს. უღირდა კი, ეს საგარეჯო ხიდაშელს ამხელა ამბად?! იცით, ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება? - მოიძებნება განტევების ვაცი და „რესპუბლიკელებს"  შეასუსტებენ, დასჯით კი არავინ დაისჯება. ხიდაშელს ამის გამო არჩევნებამდე მინისტრობიდან არავინ გადააყენებს, არც საგარეჯოს არჩევნებს არავინ გააუქმებს, „რესპუბლიკელებს" კი დაამუხრუჭებენ", - განაცხადა ცინცაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner