logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობას არ წყვეტს!
- +

23 მარტი. 2020. 20:52

 

 

 

 

მედიაჰოლდინგ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„ყველაფერი კარგად იქნება

 

 

ზუსტად ვიცი!

 

 

სამყარო უზარმაზარი გამოწვევის წინაშეა, ჩვენს თვალწინ იცვლება.

 

 

შეგვაშინა, ბევრ რამეზე დაგვაფიქრა, საკუთარ თავთან მარტო დაგვტოვა, მთავარ ღირებულებებთან დაგვაბრუნა...

 

 

ახლა ჯერ ქაოსია, კიდევ ვერ ვიაზრებთ, თუ რა ხდება ჩვენს თავს. ზოგი სახლში დარჩა და ასე გვიფრთხილდება, ბევრიც ვერ დარჩა... ვერაგ ვირუსთან გასამკლავებლად ვიღაც უფრო წინა პლანზეა, რისკავს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობს ადამიანების გადარჩენას... არიან ადამიანებიც, ვისაც არანაკლებ რთული მისია აკისრიათ.

 

 

მე ახლა ჭიათურაში ვარ, კომპანია, რომლის პრესსამსახურსაც წარმოვადგენ, განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობას არ წყეტს. აქ ყველას გაცნობიერებული აქვს, თუ რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს საწარმოო პროცესის გაჩერებას - ამ რთულ სიტუაციაში, ეს ქართული ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა იქნებოდა...

 

 

მთავარი ახლა ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და იმ რეკომენდაციების შესრულებაა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მთავრობა იძლევა.

 

 

ჩვენი კომპანია ამ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს: ადამიანები, ვინც ამ ფოტოებზე არიან აღბეჭდილი, ყოველდღიურად, საწარმოს მთელ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ, თანამშრომლებისთვის რიგდება რესპირატორები, ტერიტორია სველი წესით მუშავდება, უზრუნველყოფილია ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იმ მიკროავტობუსებში, რომლითაც „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, სამუშაო ადგილზე საცხოვრებელ ადგილებამდე დაბრუნებამდე სავალდებულოა პირბადის მუდმივად ტარება, შენობებთან დამონტაჟებულია ანტისეპტიკური საშუალებები, საწარმოო ობიექტებზე განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და ინსტრუქციები...

 

 

ასე, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თანამშრომელთა უსაფრთხოება დაცული იყოს.

 

 

მეც დაცულად ვგრძნობ თავს და ის უამრავი სამთოელიც, რომლებიც დღეს ქვეყნის სამსახურში დგანან.

 

 

აუცილებლად დასაფასებელია თვითოეული მათგანის შრომა და ვამაყობ, რომ დღეს მათ გვერდით ვარ, მათი თანამშრომელი მქვია!“ - წერს ქეთი ხოსიტაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner