საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაციები:
„მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა, მიმაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს, გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწვეტილება, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100,000 ლარი. ყველას მოგიწოდებთ, გაინაწილოთ პასუხისმგებლობა და #დარჩეთსახლში“ - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.