logo_geo
eng_logo
COVID-19 საქართველოში 8 პაციენტმა უკვე დაამარცხა - ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა
- +

23 მარტი. 2020. 22:09

 

 

 

საქართველოში "კოვიდ 19" 8 პაციენტმა უკვე დაამარცხა. ყველა მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში გადიოდა.

 

 

გამოჯანმრთელებულები ბინაზე უკვე გაწერეს. დადებითი მაჩვენებლები აქვს საჩხერის კლინიკაში პირველ სამ პაციენტს. ექიმების ინფორმაციით, მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ და უარყოფითი პასუხების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დატოვებენ.

 

 

დადებითი დინამიკის პარალელურად იზრდება სტაციონარში მყოფი პირების რაოდენობა, მართვით სუნთქვაზეა პაციენტი, რომელიც დღეს მარნეულიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

80 წლის კაცი 2 კვირის განმავლობაში სახლში თვითმკურნალობას გადიოდა და დაგვიანებულმა მიმართვამ მისი მდგომარეობა გაართულა.

 

 

ექიმების ინფორმაციით, ეს შემთხვევა მარნეულიდან გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ პაციენტთან, 67 წლის ქალთან კავშირში არ არის.

 

 

საქართველო ვირუსის მორე ფაზას ებრძვის. იმისთვის, რომ საზოგადოებაში ვირუსის გავრცელება არ მოხდეს, მნიშვენელოვანია საზოგადოებამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოიჩინოს და გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, დარჩეს სახლში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner