logo_geo
eng_logo
აპრილში დედამიწას გიგანტური ასტეროიდი მოუახლოვდება
- +

23 მარტი. 2020. 23:11

 

 

არ ინერვიულოთ, ის საკმარისად შორს ჩაგვივლის იმისთვის, რომ არ შეგვეჯახოს.

 

 

ასტრონომების მიერ ჰავაის კუნძულებზე მდებარე ჰალეაკალას ობსერვატორიიდან აღმოჩენილი ასტეროიდი, ოფიციალური სახელწოდებით (52768) 1998 OR2, მიმდინარე წლის 29 აპრილს დედამიწას მოუახლოვდება.

 

 

კოსმოსური ობიექტის დიამეტრი დაახლოებით 1.8-დან 4.1 კილომეტრია. დედამიწასთან ასეთი ზომის ასტეროიდის შეჯახების შემთხვევაში, კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა. თუმცა, ის ჩვენს პლანეტას 6.3 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალო დისტანციას 16-ჯერ აღემატება.

 

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (52768) 1998 OR2 პოტენციურად საშიში ასტეროიდების სიაში აქვს შეტანილი. NASA-ს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, ასეთად მიიჩნევა კოსმოსური ობიექტი, რომლის ორბიტაც ჩვენი პლანეტის ორბიტასთან 7,5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება.

 

 

მზის გარშემო მოძრავი გიგანტური ასტეროიდი, რომლის ორბიტაც დედამიწასა და მარსს შორის მდებარეობს, ჩვენს პლანეტას 2031 წლის 18 მარტსაც მიუახლოვდება. ამ დროს ის ჩვენგან კიდევ უფრო დიდი მანძილით, 10 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული. კოსმოსური ობიექტის მომდევნო ვიზიტები 2048 და 2062 წლებშია მოსალოდნელი. 2079 წლის 16 აპრილს კი ასტეროიდი უკვე 1,8 კილომეტრის მანძილზე ჩაგვივლის. 

 

 

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, NASA მუდმივად ეძებს და იკვლევს დედამიწისთვის პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს. ვარაუდობენ, რომ ჩვენი პლანეტის სიახლოვეს 25 ათასი დიდი ზომის კოსმოსური ობიექტი მოძრაობს, თუმცა, ამ დროსითვის მათი მხოლოდ მესამედია აღმოჩენილი.

 

 .

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner