logo_geo
eng_logo
მარნეულიდან საჩხერის სასტუმროს საკარანტინო ზონაში 30 ადამიანი გადაიყვანეს
- +

23 მარტი. 2020. 23:59

 

 

მარნეულიდან ​საჩხერის სასტუმროს საკარანტინო ზონაში 30 ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განაცხადა.

 

 

გოჩა გიორგაძის თქმით, აღნიშნული პირები საჩხერესა და ჭიათურაში საგზაო სამუშაოებს ასრულებდნენ და რეგიონში რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ და უსაფრთხოების მიზნით, კარანტინში გადაიყვანეს. მათგან რამდენიმეს ტემპერატურა დაუფიქსირდა თუმცა, ჯერ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ დამდგარა.

 

 

გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს დაინფიცირებულ მარნეულელ ქალთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner