„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი 2 თვეში ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს.
„ერთი წლის წინ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ- 100 კი არა 1000 % სიზუსტის ინფორმაცია გამაჩნია, რომ 2 თვეში პრეზიდენტი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს.
ეს გაკეთდება მისი უცხოური ტურნეს შემდეგ, სადაც ნაციონალების ლობისტები მწვავედ დასვამენ მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის საკითხს."