logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ვრწმუნდები, რომ კორონას დავამარცხებთ და შევძლებთ ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნას!
- +

24 მარტი. 2020. 01:54

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ვუყურებ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის როგორ შეთანხმებულად მუშაობენ:

 

 

ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალები მარინა ეზუგბაია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მთავრობა და პრემიერის აპარატი, პარლამენტი და მაჟორიტარი დეპუტატები გოგი მეშველიანი , თბილისის მერია  კახა კალაძე და დედაქალაქის რაიონების გამგეობები ზურაბ ჩიკვილაძე, მუნიციპალიტეტების მერიები რეგიონებში, ბიზნესმენები, ჟურნალისტები... და ვრწმუნდები, რომ ამ კორონასაც დავამარცხებთ და, თუ ქვეყნის მშენებლობას და ინსტიტუციების განმტკიცებასაც ასეთივე ერთსულოვნებით მოვინდომებთ, ჩვენ შევძლებთ ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნას!

 

პოლიტიკური პარტიებიდან საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომელმაც ამჯერადაც ხმაურიანი განცხადებების გარეშე გადაწყვიტა ხალხის დახმარება. ალიანსის ახალგაზრდები საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას მეთაურობით ყველაზე შეჭირვებულებს შინ სტუმრობენ და ეხმარებიან სადეზინფექციო საშუალებებით, პირველადი მოხმარების საგნებით და საკვებით.

 

 

ირმა ინაშვილი, შენ ყოველთვის ხალხის გვერდით ხარ და განსაკუთრებული მადლობა შენ, ჩემო გულიანო და კეთილო მეგობარო!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner