სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტებისგან 26 პირს პნევმონია აღენიშნება, თუმცა, მათი მდგომარეობა კონტროლირებადია.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, დაინფიცირებულების დიდ ნაწილს ტემპერატურა არ აღენიშნება.