იტალიაში კორონავირუსის ინფექციის მქონე N1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის ლომბარდიის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
პაციენტი 38 მამაკაცია, სახელად მატეო. იგი საავადმყოფოში 21 თებერვალს მწვავე რესპირატორული უკმარისობით შეიყვანეს.
ახლა მატეო თავს კარგად გრძნობს და უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანებს იზოლაციისკენ მოუწოდებს.
23 მარტს იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს. ბოლო ერთი დღის მონაცემებით, კორონავირუსით 601 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღესთან შედარებით, 50-ით ნაკლებია.
ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 63 927 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 6 077-ს შეადგენს.