logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ვანო მერაბიშვილის დაკავებაც და პატიმრობაც არის კანონიერი!
- +

15 ივნისი. 2016. 00:00



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს აფასებს:


„სტრასბურგის სასამართლოს უცნაური პასაჟები ვანო მერაბიშვილის პატიმრობის თემასთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობის განწყობაში, ვფიქრობ, ახალს არაფერს შეიტანს, თუმცა, შესაძლოა მოსახლეობის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს მიმართ განწყობაში შეიტანოს სიახლე - სტრასბურგის სასამართლოსადმი ნდობის შემცირების გზით.

 

თუმცა, ამჟამად გამოხატული პოზიციებიდან ნათელი მესიჯი მასობრივად გასაცნობიერებელი კუთხით არის ორი, პირველი, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებაც და პატიმრობაც არის კანონიერი, თუმცა არც ისე "ლაზათიანად" იყო რამდენიმე პროცედურა წარმოდგენილი.

 

ამ ორმხრივ გამოხატულებებში, სადაც ძირითადი და მნიშვნელოვანი, პატიმრობის შეფასებაა, ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას დააპირისპირებს იმიჯმეიკინგის მიმართულებით კიდევ ერთხელ, რომელი მხარე მოახერხებს სტრასბურგის გადაწყვეტილების განმარტების გამოყენებას. ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა იქნება აპელირება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დარღვევებად შეფასებულ მახასიათებლებზე, მათთვის ჩვეულ პროპაგანდისტულ და დემაგოგიურ ფორმატში.

 

რაც შეეხება ხელისუფლებას, თუნდაც იმისთვის, რომ მას კიდევ ერთხელ არ მოარტყან "უუნაროს" იარლიყი (მერაბიშვილის თემასთან დაკავშირებით), აუცილებლად უნდა უზრუნველჰყოს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის კვალიფიციური და გასაგები განმარტებები მოსახლეობისათვის ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული დემაგოგიისა."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner