ესპანელმა სამხედროებმა მოხუცებულთა თავშესაფრებში მიტოვებული მოხუცები აღმოაჩინეს, ზოგიერთი მათგანი საწოლში გარდაცვლილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ჩანს, კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა. ესპანეთის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გარდაცვლილი მოხუცები მორგში მუნიციპალური დამკრძალავი სერვისის სპეციალურად აღჭურვილმა თანამშრომლებმა უნდა გადაიყვანონ, რასაც, ხელისუფლების განმარტებით, დაახლოებით 24 საათი დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ მადრიდში მდებარე „ყინულის სასახლეს“ დროებით მორგად გამოიყენებენ, სადაც კორონავირუსისგან გარდაცვლილითა ცხედრებს დაასვენებენ მანამ, სანამ მათ დამკრძალავი ბიუროების წარმომადგენლები მიაკითხავენ.
ესპანეთში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი ჩინეთისა და იტალიის შემდეგ. გუშინ, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 182-ს მიაღწია.