მარტვილი მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხალისეთა ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
მოხალისეები ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების გაკონტროლებას უზრუნველყოფენ. მოხალისეების აქტივობაში ჩართულია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია.
მოხალისეები საქართველოს „წითელი ჯვრის“ ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა გადაამზადეს.