logo_geo
eng_logo
ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ახალციხეში მოწყობილი საკარანტინო ზონის მდგომარეობას გაეცნო
- +

24 მარტი. 2020. 13:08

 

 

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხეში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ საკარანტინო ზონაში, სასტუმრო „Grand Palace“-ის პერსონალს შეხვდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.

 

საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისათვის, რეგიონის მასშტაბით, აბასთუმნის გარდა, დამატებითი საკარანტინო ზონები მოეწყო ბაკურიანის სამ და ახალციხის ერთ სასტუმროში. კარანტინში მოთავსებულ არც ერთ პირს არ აღენიშნება ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საკარანტინო ზონები მკაცრად კონტროლდება ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდან, 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდემიოლოგთა ჯგუფი.

საკარანტინო ზონის დათვალიერების შემდგომ, დეპუტატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნეს, რომ საკარანტინო ზონებში არსებული პირობები სრულად შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner