„სტრასბურგის სასამართლომ 26 მაისს დაზარალებული ადამიანების საქმეების განსახილველად ვერ მოიცალა", - განაცხადა " დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში.
"ორმაგი სტანდარტი აღმაშფოთებელია. როცა საქმე დამნაშავე ორგანიზაციის ლიდერს ეხება, სტრასბურგის სასამართლო ძალიან დაფაცურდა, 26 მაისს დაზარალებულების საქმის განხილვას კი, არ ჩქარობს. ამას, მათ შორის, პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს. „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აქვს და ლობისტური კომპანიების მეშვეობით, საზღვარგარეთ გარკვეულ განწყობას ქმნის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს ქართულ წარმომადგენლობაში ჯერ კიდევ მუშაობს ნაციონალების დანიშნული წევრი, ქალბატონი პაპიძე, რომელიც ნაციონალების დაკვეთას ჯერ კიდევ ასრულებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელს შეუძლია, ძალიან ბევრი რამ გააკეთოს და ძალიან ბევრი რამ გააფუჭოს.
"სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელს შეუძლია, ძალიან ბევრი რამ გააკეთოს და ძალიან ბევრი რამ გააფუჭოს. „ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო, სტრასბურგის სასამართლოში ასეთ თანამდებობაზე ნეიტრალური ადამიანი წარედგინა და ასევე ვერ შეძლო იმის გაკეთება, რომ პროცესებს კვლავ ნაციონალები არ მართავდნენ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.