logo_geo
eng_logo
აბედათში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
- +

24 მარტი. 2020. 15:48

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. აბედათის ადმინისტრაციული ერთეულში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება.

 

გზის რეაბილიტაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტის ფარგლებში 4 537 მეტრი საფარის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს გრუნტის კიუვეტების, წყალმიმღები ცხაურის, გზის გადამკვეთი ლითონის მილების  და ეზოში შესასვლელებში.

 

გზის ამ მონაკვეთზე ასფალტობეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა.

 

პროექტის ღირებულება 1 190 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ასრულებს.

 

აბედათის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner