სოფელ დურევში საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიმდინარე პროცესებს. აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და გარდამავალია. გასულ წელს რკინაბეტონის საფარი 2 კმ-ზე დაიგო, საბოლოოდ 3900 მეტრი გზის საფარი მოეწყობა.