logo_geo
eng_logo
ჭიათურის კომბინატის თანამშრომლებს COVID19-თან გამკლავებისთვის საჭირო რეკომენდაციები გააცნეს
- +

24 მარტი. 2020. 19:46

 

ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებს კლინიკა „ფერომედის“ ექიმთა ჯგუფი ესტუმრა და პირადად გააცნო შექმნილ სიტუაციაში COVID19-თან გამკლავებისთვის საჭირო ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგინდა.

 

ექიმთა ჯგუფი შემდეგ ობიექტებს - ცენტრალურ დამყვან ფაბრიკას, ცენტრალურ გამამდიდრებელ ქარხანას, დარკვეთის მაღაროსა და ნოფის მადნის სასაწყობო ტერიტორიას ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება და მთავრობის ყველა განკარგულებასა და რეკომენდაციას ასრულებს. კომპანიამ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ბრძანების შესაბამისად, 2020 წლის 21 მარტიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ გუშინ, ექიმებთან ანალოგიური სახის საინფორმაციო შეხვედრა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციის მწარმოებელ უბნებსა და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე მომუშავე პერსონალთან მოაწყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner