logo_geo
eng_logo
ირაკლი კორძაია: დღეს 15 ივნისია... გაუგონარი სისასტიკით უსწორდებოდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს!
- +

15 ივნისი. 2016. 01:59


ჟურნალისტი ირაკლი კორძაია  პროკურატურას 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი დარბევის გამოძიებას სთხოვს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


„დღეს უკვე 15 ივნისია.

 

2009 წელს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან რაც მოხდა და როგორ მოხდა, უმრავლესობამ იცით. (დარბევა მოხსენიებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ორი ყველაზე გავლენიანი უფლებადაცვითი ორგანიზაციის ანგარიშებში) ბოლო სამი წლის მანძილზე სამჯერ მივმართე შსს-ს გენერალურ ინსპექციას, სამჯერ დამიბარეს თბილისის პროკურატურაში (დასაკითხად).

 

პროკურატურას და შსს-ს მივაწოდე 15 ამოცნობილი პოლიციელის გვარი. იმ პოლიციელების, რომლებიც ფოტო და ვიდეო მასალის თანახმად გაუგონარი სისასტიკით უსწორდებიან მშვიდობიან მანიფესტანტებს. არამც თუ დაითხოვეს, არამედ რამდენიმე თანამდებობრივად დააწინაურეს. საქმე ოდნავაც არ დაძრულად. მიჩნდება ლოგიკური კითხვა, რისთვის ინახავენ და იფარავენ ამ ადამიანებს?

 

პასუხის ვერსიაც მაქვს, ძალიან არაოპტიმისტური..."- წერს კორძაია.


15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ახალგაზრდული ორგანიზაციების აქციისას ადმინისტრაციული მუხლით დააპატიმრეს დაჩი ცაგურია, მერაბ ჭიქაშვილი, მიხეილ მესხი, გიორგი ჩითარიშვილი და გიორგი საბანაძე. მათ სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, 50-მდე დაკავებულს კი 400 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.


ამასთან, სამართალმცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და რამდენიმე მათგანს აპარატურაც დაუმტვირეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner