logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა - კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ვიწყებთ ჰაკათონს, რომლის ციფრული პროდუქტები ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს
- +

24 მარტი. 2020. 20:33

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ახალ ონლაინ ჰაკათონს იწყებს.

როგორც ჰაკათონის ონლაინ პრეზენტაციაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ჰაკათონის მიზანია ახალი გამოწვევების შესაბამისად შეიქმნას ციფრული პროდუქტის პროტოტიპი, რომელიც ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

"დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო დავდექით  გლობალური გამოწვევის  - კორონავირუსის წინაშე, რომელმაც მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადაგვიყვანა. მინდა მივმართო კრეატიულ ადამიანებს, რომ დაგვეხმაროთ თქვენი იდეებით, რომ ერთად, კრეატიულობით იდეებით გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ ინოვაციური იდეები და მოსაზრებები, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ გამოწვევას, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში და  თვითიზოლაციისა თუ კარანტინის პერიოდი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე გაიარონ. როგორ დავეხმაროთ მათ, რომ დისტანციურ რეჟიმში იმუშაონ ან მიიღონ განათლება ონლაინ რეჟიმში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მსურველებს აპლიკაციების შევსება უკვე დღეიდან შეუძლიათ.

ონლაინ ჰაკათონი ჩოვიდ 19 - ის წინააღმდეგ სტარტს 2020 წლის 3 აპრილს აიღებს.

ჰაკათონის მონაწილე გუნდებს საშუალება ექნებათ 72 საათის განმავლობაში, მენტორების დახმარებით, იმუშაონ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: ონლაინ მედიცინა, სურსათით მომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადების მონიტორინგი და სხვა.

 

„პირველი ონლაინ ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია, ხოლო გამარჯვებული გუნდი 2020 წლის 5 აპრილს ონლაინ პრეზენტაციების შემდგომ გამოვლინდება.

 

ონლაინ ჰაკათონში მონაწილეობისათვის გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: ჰტტპს://ბიტ.ლყ/2ჭBKვთQ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner