logo_geo
eng_logo
ახალქალაქის მცხოვრები კარანტინში იძულებით გადაიყვანეს
- +

24 მარტი. 2020. 20:44

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის მცხოვრები, დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში იძულებით მოათავსეს.

 

ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც საქართველოში სომხეთიდან 15 მარტს დაბრუნდა, განუმარტეს, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. ამას ითვალისწინებს კორონავირუსის მსოფლიო  პანდემიასთან დაკავშირებული პრევენციის ზომები. თუმცა, სოფლის მცხოვრებმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია, გადაადგილდებოდა სოფელში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შსს-ს თანამშრომლებმა დღეს, სასწრაფო დახმარების მანქანით ის კარანტინში გადაიყვანეს. თუმცა კონკრეტულად სად, ჯერჯერობით უცნობია.

 

როგორც ჯნეწს -ს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში განუცხადეს, მას სავარაუდოდ ახალციხეში გადაიყვანდნენ.

 

“ჩვენთან ამჟამად, თვითიზოლაციაში 343 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში, სხვადასხვა ადგილას 27 პაციენტია”, – ამბობს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ავეტიკ ტონაკანიანი და ხალხს მოუწოდებს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ.

 

სოფელ კარტიკამის მცხოვრები ახალგაზრდის ახლობლების თქმით, მას 10 დღის განმავლობაში არ ჰქონია  ტემპერატურა და თავს კარგად გრძნობდა, თუმცა ამას არ ითვალისწინებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ისინი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აკონტროლებენ ვითარებას და  თვითიზოლაციის წესების დარღვევისას შესაბამისად რეაგირებენ. კანონის დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეის დაჯარიმება, თუმცა ახალქალაქში ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner