logo_geo
eng_logo
უცხოური პრესა: ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიასთან ბრძოლაში
- +

24 მარტი. 2020. 21:38

 

 

ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური  ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის, - ევროპული გამოცემა ,,ეურაცტივ” სტატიას ,, საქართველოს გაშმაგებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ“ აქვეყნებს.

 

სტატიაში ქრონოლოგიურადაა აღწერილი ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ამ დრომდე საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართა.

 

ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური  ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის. საქართველომ ჩინეთთან ფრენები იანვრის დასაწყისში გააუქმა და მკაცრი ზომები მიიღო აეროპორტებში ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა შესამოწმებლად. ბაღები დაიკეტა 2 მარტს, ხოლო სკოლები და უნივერსიტეტები - 1 აპრილამდე, სავაჭრო ცენტრების მსგავსი საჯარო სივრცეების დაკეტვა შედარებით მოგვიანებით მოხდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მაღაზიების დაკეტვის შესახებ ინფორმაცია 19 მარტს გამოაცხადა. მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, გაზ-გასამართ სადგურებს, ფოსტასა და ბანკებს აქვთ ფუნქციონირების უფლება. 20 მარტს საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველომ სავალდებულო საკარანტინო ზონები დააწესა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან და ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში მოათავსა.საქართველოს ყველა მოქალაქე დაექვემდებარება კარანტინს, რადგან ყოველი ადამიანის უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ ბრძანა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ“, - წერს ევროპული გამოცემა.

 

სტატიაში  საუბარია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებზე, რომელსაც ხელისუფლებამ სრული კარანტინი დაუწესა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტირებულ ხანდაზმულ ქალბატონს კონტაქტი 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონია რელიგიურ ღონისძიებაზე ყოფნისას.

 

მკაცრი ზომების დაწესება გუშინაც გაგრძელდა, როდესაც მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის რკინიგზა, 24 მარტიდან დროებით წყვეტდა მუშაობას. 23 მარტს ხელისუფლებამ სრული კარანტინი დაუწესა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს 158 000 ადგილობრივი მაცხოვრებლით მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტირებულ ხანდაზმულ ქალბატონს კონტაქტი 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონია რელიგიურ ღონისძიებაზე ყოფნისას.საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ხალხი აკრიტიკებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად წირვების გაგრძელებისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.

  

 https://www.euractiv.com/section/eastern-europe/news/georgias-furious-fight-against-covid-19/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner