„საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება, მთელი სახელმწიფო აპარატი, პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში და ძალიან ეფექტიანად ართმევს თავს საზოგადოებისთვის საფრთხის არიდების პროცესს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროცესების კვალიფიციურ და ეფექტურ მართვას ხაზგასმით აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა შესაბამის უწყებას, პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იმუნოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრს, ინფექციურ საავადმყოფოს, ყველა პროფილურ კლინიკას, ამ საქმეში ჩართულ თითოეულ ექიმს, თითოეულ სპეციალისტს და თითოეულ ადამიანს.
„ქართუ” ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.
ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით", - ნათქვამია „ქართუ” ფონდის განცხადებაში.
გთავაზობთ ფონდ ,,ქართუ''-ს საქველმოქმედო პროექტებს ჯანდაცვის მიმართულებით, რომლებიც ჯამში 165 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით თითქმის ნახევარი მილიარდი ლარია (461 მილიონი ლარი).
ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებს მის მიერ დაარსებული ფონდი „ქართუ“ 2000 წლიდან აფინანსებს.
ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტებია:
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რესტავრაცია;
საჩხერის საავადმყოფოს მშენებლობა;
ბორითის ,,ემერჯენსი''-ს მშნებლობა;
ურეკის ,,ემერჯენსი''-ს მშენებლობა;
აბასთუმნის ამბულატორიის მშენებლობა და ტექნიკური აღჭურვა;
აბასთუმანში ფილტვის ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობის ცენტრის მშენებლობა;
საჩხერის მოსახლეობის დაზღვევის პროგრამა;
საჩხერის, ხარაგაულის და ოზურგეთის რაიონებში სამედიცნიო სერვისების და ექიმების დახმარების პროგრამა;
ასევე 20 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი მოქალაქეებისთვის მკურნალობისა და ოპერაციების დასაფინანსებლად.