„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევას იხსენებს.
„დღეს 15 ივნისია!
7 წლის წინ, ამ დღეს პოლიციის სამმართველოსთან სასტიკად დაგვარბიეს. დამრბევ „ზონდერებს" პრემიად 10 000- 10 000 ლარი აჩუქეს.
ჟურნალისტთა დიდი ნაწილი მაშინ ამ სასტიკ დარბევაზე სდუმდა."- წერს ინაშვილი.
„სასტიკად ნაცემია ჟურნალისტი ირმა ინაშვილი!"- ამის შესახებ 2009 წელს პრესა წერდა.
„პოლიციელებმა იცნეს იგი და უმოწყალოდ სცემეს. დაზიანებული აქვს მარჯვენა მტევანი და ფეხი. ხელკეტები ზურგსა და კისერზეც მოხვდა. პოლიციელებმა "ობიექტივის" სამივე კამერა დაამტვრიეს და კასეტები წაიღეს. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ირმა უცნობმა პოლიციელმა გადაარჩინა", - აცხადებდა ჟურნალ "ემიგრანტების" მთავარი რედაქტორი განაცხადა ნინო ცხოიძე პრესასთან საუბარში.
2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ახალგაზრდული ორგანიზაციების აქციისას სამართალდამცველები შეკრებილებს სასტიკად გაუსწორდნენ. დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმა, რამდენიმე მათგანს აპარატურაც დაუმტვირეს.
პროკურატურას 15 ივნისის დარბევის საქმე ჯერ არ გამოუძიებია.