მსახიობმა გოგოლა კალანდაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ფილტვების ორმხრივი ანთება დაუდგინეს.
"მეგობრებო, მადლობა დიდი ყურადღებისთვის, თქვენი მესიჯები მამშვიდებს და მაძლიერებს. დღეს დამიდგინეს ფილტვების ორმხრივი ანთება, ტესტის პასუხი სავარაუდოდ იქნება ხვალ დილით. ამჯერად ვიმყოფები სახლში და არა სავადმყოფოში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერს მსახიობი.