კამპანიის "დარჩი სახლში" ფარგლებში მარნეულის მოსახლეობას დახმარება გადაეცა. სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები დაურიგდათ.
ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტმა სოციალური დახმარება 100 ოჯახზე გასცა. ასევე, მაღალმთიან სოფელ წერაქვში, გაიგზავნა ტრანსპორტი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა პირველადი მოხმარების ნივთებისა და სურსათის მომარაგების საშუალება ექნებათ.