საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.