logo_geo
eng_logo
მეუფე საბა: სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

25 მარტი. 2020. 13:18

 

 

ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე საბამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ მისი ეპარქიის ერთ-ერთი სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირდა.

 

 

როგორც მეუფემ „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, შექმნილი ვითარების გამო, მის ეპარქიაში მსახურებები შეიზღუდა. მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია.

 

 

 

„არ მინდა პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ვირუსი, ამიტომ შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები, რადგან არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ იქნება ხვალ იმ რიგებში, რომელსაც ეს ვირუსი შეხვდება. შესაძლებელია, რომ მე ვარ, ან სხვა ადამიანი, ამიტომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ და დღეს ყველაზე მთავარი მოწოდება რაც არის, დარჩით სახლში, სახლიდან ვილოცოთ, მოვეფეროთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამ ვირუსმა ესეც მოგვცა, რომ ოჯახები, ადამიანები ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ სახლებში და ახლა ერთად ცხოვრობენ, სხვა შეხედულებები გაუჩნდათ, ფიქრობენ სხვა ღირებულებებზე, რაც შეიძლება დავიწყებული ჰქონდა გარკვეულწილად ადამიანს. მეუფე გიორგი მარნეულის მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიქნებით ეკლესიაში, ვილოცებთ თქვენთვის და თქვენ სახლიდან ილოცეთ ჩვენთვის. აი ესეთი განცხადებები არის დღეს მისაბაძი, რომელიც მრევლმა უნდა ისმინოს“, - განაცხადა მეუფე საბამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner