logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა მაქსიმალური ასაკი არის -82, მინიმალური - 2 წელი
- +

25 მარტი. 2020. 13:42

 

 

 

“კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა მაქსიმალური ასაკი არის  - 82, მინიმალური - 2 წელი,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

 

მანვე ყურადღება გაამახვილა ინფიცირების 3 ახალ შემთხვევაზე.

 

 

 

„სამივე ახალი შემთხვევა არის, ასე ვთქვათ, დაავადების ანამნეზის ცნობილი ისტორიით. ანუ, ერთი არის საფრანგეთთან, ხოლო ორი შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული. არ არიან დიდი, ცნობილი კლასტერების წარმომადგენლები,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

 

 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად აღნიშნა, Covid 19-ის სამკურნალო მედიკამენტების დასახელება საზოგადოებაში აჟიოტაჟს იწვევს   და მედიკამენტების თვითნებურად მიღებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

 

 

 

„მედიკამენტის დასახელება მედიაში იწვევს ხოლმე შემდეგ იმას, რაც მოხდა ანტი-მალარიული საშუალების დასახელების შემდეგ, დაიტაცეს აფთიაქებიდან მედიკამენტი, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის როდის არის მისი გამოყენება საჭირო. ეს საქმე უნდა მივანდოთ პროფესიონალების გუნდს თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს, მივენდოთ მცოდნე ადამიანებს,“- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner