ავტორი ჯემალ სეფიაშვილი
კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი განცხადებას ავრცელებს:
ქვეყანა განსაცდელშია!
მსოფლიო განსაცდელშია!
ყველამ გაიგო საქართველოს ექიმების თავგანწირული ბრძოლის, საქართველოს ხელისუფლების სწორი ნაბიჯების შესახებ ამ საშინელი ვირუსის დასამარცხებლად, ხალხის გადასარჩენად!
მინდა მივმართო ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებს:
ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, ქალბატონებო, ბატონებო!.. მოდით, კიდევ ერთხელ გამოვიჩინოთ თანადგომა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის წინაშე, და ვისაც რამდენით შეგვიძლია, თუნდაც მცირედით, გამოვხატოთ ჩვენი დახმარება.
მე ვრიცხავ 1000 ლარს.
ანგარიშის ნომერი: https://stopcov.ge/ka/Fund