მარტვილის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
მოხალისეები საქართველოს “წითელი ჯვრის” ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა გადაამზადეს.
მოხალისეები ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების და მოქალაქეთა შორის დისტანციის გაკონტროლებას უზრუნველყოფენ.
მუნიციპალიტეტში ასევე დაწყებულია მოხალისეთა მეორე ჯგუფის დაკომპლექტება, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შეგიძლიათ არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით.
☎ ცხელი ხაზი: 599070392; 599030663