რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 163 ადამიანს დაუდასტურდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 658-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გამოჯანმრთელებულია 29 ადამიანი.
გუშინ ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსიანი პაციენტები პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულა.
კორონავირუსი მსოფლიოს 194 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 425 323, ხოლო გარდაცვლილია 18 944 ადამიანი.