logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 658-მდე გაიზარდა
- +

25 მარტი. 2020. 17:21

 

 

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 163 ადამიანს დაუდასტურდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 658-მდე გაიზარდა.

 

 

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გამოჯანმრთელებულია 29 ადამიანი.

 

 

გუშინ ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსიანი პაციენტები პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულა.

 

 

კორონავირუსი მსოფლიოს 194 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 425 323, ხოლო გარდაცვლილია 18 944 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner