logo_geo
eng_logo
მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი გაანგრიეს
- +

29 თებერვალი. 2016. 16:17


„BBC"-ის ცნობით, მიგრანტებმა მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე დამცავი კედელი ხელით ნაკეთი სანგრევი მოწყობილობის საშუალებით გაანგრიეს.



გავრცელებული ცნობით, მათი შეჩერება მაკედონიის პოლიციამ ცრემლსადენი გაზით სცადა. თუმცა, მიგრანტთა ნაწილმა საზღვარზე გადასვლა მაინც შეძლო. უცნობია, თუ რამდენი მიგრანტი გადავიდა მაკედონიის ტერიტორიაზე. მიგრანტთა უმრავლესობა, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპამდე ცდილობს ჩასვლას, ძირითადად სირიიდან და ერაყიდანაა.



ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ჩასული მიგრანტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროპა ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს განიცდის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner