logo_geo
eng_logo
StopCov ფონდში, 72 საათში 9 მლნ ლარი შეგროვდა
- +

25 მარტი. 2020. 20:50

 

ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა -  StopCov  ფონდი შეიქმნა. ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, COVID 19 - ვირუსთან ბრძოლისთვის,   StopCov  ფონდში 9  მლნ ლარი შეგროვდა. ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge -ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.

25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით ფონდში  მსხვილი შენატანები განახორციელეს კომპანიებმა:

 

  • მაგთიკომი

 

  • არ ემ ჯი

 

  • მეტრო ჰოლდინგი

 

  • თელავის ღვინის მარანი

 

  • პე-ეს-პე ჯგუფი

 

  • თეგეტა მოტორსი

 

  • ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

 

  • ფოთის საზღვაო ნავსადგური

 

  • საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე

 

  • ჰუალინგი

 

  • სამშენებლო კომპანია დირსი

 

  • თბილი სახლი

 

  • სარაჯიშვილი

 

  • სუპერმარკეტების ქსლი „ზღაპარი“

 

  • ქსელი „სუფთა სახლი“

 

  • რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი

 

  • ასკანელი ძმები

 

StopCov  ფონდში  აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner