logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავცრელებს
- +

25 მარტი. 2020. 22:50

 

 

ზუსტად 63  წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწერით საძირკველი ჩაუყარეს დღევანდელ ევროკავშირს, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ევროპის ერთიანობას, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობას ეფუძნება.

 

სიმბოლურია, რომ  სწორედ რომში დათქმული  მთავარი პრინციპებისადმი ერთგულებამ  დღეს უნდა მოგვცეს ძალა  და იმედი, რომ მალე გავუმკლავდებით ვირუსის - COVID -19-ის სახლით დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარ უმწვავეს გამოწვევას.

 

დღეს, ისე, როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება, რაც პრაქტიკულად დაამტკიცებს დეკლარირებული ფასეულობებისადმი ერთგულებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ არსებული ვითარება გამოყენებული იქნას ევროკავშირის მთავარი ღირებულელების მიმართ  ნიჰილიზმის გასაღვივებლად.

 

საქართველო, როგორც ევროპული ოჯახის წევრი და ევროკავშირის სანდო პარტნიორი, სრულად იზიარებს ამ სულისკვეთებას!

 

 ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner