logo_geo
eng_logo
ამერიკის ეპარქიაში მოღვაწე ქართველ მღვდელს ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია
- +

26 მარტი. 2020. 00:15

 

 

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ინფორმაციით, ეპარქიაში ინფიცირებული სასულიერო პირი დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია.

 

როგორც მეუფე საბამ აღნიშნა, დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს ქართველ მრევლთან შეხება არ ჰქონია და მისი დაინფიცირების წყარო უცნობია, მაგრამ ეს სავარაუდოდ, ამერიკელი მოსახლეობისგან მოხდა.

მისივე თქმით, დეკანოზს ვირუსის მძიმე ფორმა არ აქვს და მისი მდგომარეობა თითქმის დასტაბილურებულია.

 

კორონავირუსის ინფექცია ჩვენს ეპარქიასაც შეეხო და ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. დღევანდელ დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ დავმალოთ არაფერი და ნებისმიერი სიმპტომის თუ ვირუსის დადგენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა თქვა, რომ გაუფრთხილდე შენი ოჯახის წევრებს. დაინფიცირებული სასულიერო პირი არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი, მას არ აქვს მძიმე ფორმა ვირუსის და თითქმის უკვე დასტაბილურებულია. მას ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია და არც ამ პერიოდში შეხება ჰქონია მრევლის წევრებთან.

 

ჩვენ მაინც ვაფრთხილებთ იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდათ მამა იოსებთან, რომ გაუფრთხილდეთ თავიანთ თავს და მიაქციოთ ყურადღება, ვინაიდან, ჩვენ არ ვიცით, თუ საიდან დაინფიცირდა მამა იოსები, თუმცა ეს მოხდა არა ქართველ მრევლთან შეხების დროს არამედ ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ადამიანებთან,“ – აღნიშნა მეუფე საბამ.

 

 

წყარო: DOGMA.GE

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner