საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სუბიექტები ჯალათებად და სადისტებად ჩამოყალიბდნენ, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ის ფიქრობს, რომ მის მიმართ საზოგადოება ყოველთვის სუბიექტური იქნება, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ პორტალ „კვირას" პრესკლუბში.
"ქართულ საზოგადოებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ზუტად ვართ ინფორმირებულები, რას აკეთებდა წინა ხელისუფლება, მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვები და რისთვის იყენებდნენ ხელისუფლებას, - კითხვის ნიშნები არასდროს გვექნება. კარგად გვესმის, რომ ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი იყვნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა არ იყო სამშობლო. ეს იყო დიდი კლუბი, სადაც უნდოდათ გართობა, ყველაფრის თავზე დამხობა და სიამოვნების მიღება",- განაცხადა ფოფხაძემ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას კი ფოფხაძემ განაცხადა, რომ მისთვის, როგორც იურისტისთვის, განჩინება საინტერესო იქნებოდა, თუმცა მისთვის, როგორც ქართველი ადამიანისთვის, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული განაჩენი 2012 წლის 1 ოქტომბერს დადგა.