ანალიტიკოსი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
ინტერნეტპროვაიდერები, ალბათ, გაითვალისწინებენ, რომ სახლში ჩაკეტილ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნებათ და მომსახურების თანხას ვერ გადაიხდიან, ინტერნეტი და ტელევიზია არ უნდა გაეთიშოთ. დღეს, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და ტელევიზია გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ძირითადი საშუალებაა (ე.წ."მაშველი რგოლია") დიდი ხნის განმავლობაში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოსახლეობისათვის.
ვგონებ, მომსახურების ტარიფები დროებით ან უნდა განახევრდეს, ან სხვა რაიმე შეღავათი დაწესდეს.
აქვე ავღნიშნავ "მაგთიკომის" მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს - ამ კომპანიას უკვე სამი მილიონი ლარი გადაურიცხია ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებების დასაფინანსებელ ფონდში.