რუსეთის მთავრობამ დაავალა „როსავიაციას“, შეაჩეროს სხვა ქვეყნებთან ყველა რეგულარული და ჩარტერული რეისი, გარდა სპეცრეისებისა, რომლითაც საზღვარგარეთ მყოფ რუსეთის მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ.
ავიამიმოსვლის აკრძალვა ძალაში შედის 27 მარტიდან.
რუსეთში ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 358 შემთხვევაა დადასტურებული, 2 პაციენტი გარდაიცვალა, 29 კი გამოჯანმრთელდა.