logo_geo
eng_logo
სოფელ საირხეში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
- +

26 მარტი. 2020. 13:37

 

 

 

სოფელ საირხეში, მესხების უბნიდან სოფელ მერჯევის დეკანოიძეების უბნამდე, რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 2019 წელს აღნიშნულ გზაზე რკინა-ბეტონის საფარი 2100 მეტრზე მოეწყო, მიმდინარე წელს კი, გზის 750 მეტრის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 აღნიშნული  გზით 2 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს და ისინი უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ცენტრალურ საავტომობილო გზას.  

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner