ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
შვილო, ბრმას, ყრუს, სულელს და ბრიყვს ამ ქვეყნად რა გამოლევს.
შენც რაღა ბრიყვებს უსმენ... ამ ფეისბუკზე იმდენი ჭკვიანი, გონიერი, წესიერი, განათლებული, თბილი, მოსიყვარულე ადამიანია, რომ მათ უსმინე, მათი ნააზრევი წაიკითხე, რაღაცას კარგს გაიგებ, ისწავლი...
მასე თუა, რაც იმ ნასვამმა, უზრდელმა, ხეპრე, გაუნათლებელმა ნაბიჭვრებმა ჩაიდინეს, აგინეს პოლიციას, მთავრობას, ხელითაც შეეხნენ კანონის და მათი სიცოცხლის დამცველებს, მთელი ქვეყანა უნდა აღშფოთებულიყო (აღშფოთდა კიდეც) და მაგ რეგიონში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი უნდა ელენძღა და ეგინებინა...
ასე ხომ არ მოხდა? ხომ არ გააიგივეს რამდენიმე თავხედთან და "მაიმუნთან" მთელი მოსახლეობა? ეს ბუნებრივია: არც გაათანაბრებდნენ - ქართველობა გონიერებით არის გამსჭვალული და სითბო-სიყვარულით სავსე ჩვენ მიწაწყალზე დაბადებულ-გაზრდილი თანამოძმეებისადმი. ასე იყო. ასეც იქნება. და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ის ბრიყვია.
მომხდარზე რეაქცი ცნობილია: დააკავეს და დასჯიან ე რ თ ე უ ლ ე ბ ს, ანუ, ვინც განსაკუთრებით "გამოიჩინა" თავი. თუმც დასასჯელი უფრო მეტია, ყველამ ვნახეთ... გასაგებად გეუბნები?
ჰოდა, გააკეთე აქედან დასკვნები. ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ, აზრიანი და მოზომე სიტყვა... სხვამაც! მიუხედავად იმისა, რომ, ისევე, როგორც შენ გეტკინა გული, ასევე, აქეთა მხარესაც დარჩნენ ნაწყენები. თანაც, ვიმეორებ, საფუძვლიანად!!!!
ამიტომ, ცეცხლზე ნავთს ნუ დავასხამთ და შევიკავოთ თავი გაუზარებლად და წინდაუხედავად წერისგან და ლაყბობისგან. თქვენც ქართული მიწაწყლის შვილები ხართ და გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ ერთმანეთს.
ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე: