logo_geo
eng_logo
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ ჩინეთს უსწრებს
- +

27 მარტი. 2020. 11:05

 

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზეა.

 

„New York Times“-ის მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირების 81 321 შემთხვევა დადასტურდა და ერთ დღეში გაუსწრო ჩინეთს და იტალიას.

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით კი, აშშ-ში 85 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამავე დროს, აშშ-ში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია - 1196 პაციენტი გარდაიცვალა, ჩინეთში - 3291 ადამიანი, იტალიაში კი - 8215.

 

აშშ-ში დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩინეთში და იტალიაში. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ამის მიზეზი მასობრივი ტესტირებაა.

 

ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, აშშ-ში ტესტირება ჩაუტარდა ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner