logo_geo
eng_logo
ოსმა ძალოვნებმა როინ და გიორგი ზაუტაშვილები გაათავისუფლეს
- +

15 ივნისი. 2016. 11:02


ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები მამა-შვილი როინ და გიორგი ზაუტაშვილები გაათავისუფლეს.

ორივე მათგანი 11 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს.



ჯარიმის სახით 2 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა ზაუტაშვილები ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner